Sunday, March 6, 2016

დღე 9

რეფლექსია -9

  განვიხილეთ ჩვენი ყველა დავალება მე-8 მოდულის ფარგლებში. კიდევ ერთხელ გადავხედეთ ჩვენს ნამუშევრებს. ყურადღება გავამახვილეთ ლუბა ბრეგვაძის პროექტზე -,, ჰელიოენერგია და მისი გამოყენების პერსპექტივები".
    გავაკეთეთ ჩვენი პროექტის მოკლე პრეზენტაცია.
  შევაფასეთ ინტელის ტრენინგი. დავრწმუნდი, რომ იგი ჩემთვის შრომატევადი, მაგრამ ნაყოფიერი აღმოჩნდა.
   ვისწავლე ტექნოლოგიების გამოყენებით პროექტზე მუშაობა.
 დავასკვენი,  რომ ჩემი გამოცდილება მოვარგო  XXI საუკუნის მოთხოვნებს და ვიქცე თანამედროვე სრულფასოვანი მოქალაქის ჩამოყალიბების თანამონაწილედ.


6.03.2016 წელი
გ.მაკარაძე 

Saturday, March 5, 2016

დღე-8

                                                                     რეფლექსია-8

დღევანდელი დღე ბევრი სიახლეებით შევავსე.
განვიხილეთ მოსწავლის ნაშრომის შეფასების რუბრიკა.მიმოვიხილეთ და გამოვხატეთ ჩვენი შეხედულებები.
შევქმენი პროექტის პორტფოლიოს დიზაინი.საქაღალდეები,რომელშიც გადავიტანთ ჩვენს შესრულებულ დავალებებს.
განვიხილეთ მე-8 მოდული.დიფერენცირებული სწავლება,რომელიც გარდნერის და ბლუმის ტაქსონომიაზე გადის.
მოლოდინი მაქვს პროექტის საბოლოო სახეს წარმატებით გავართმევ თავს.
                                                                                                     5.03.2016წელი