Sunday, March 6, 2016

დღე 9

რეფლექსია -9

  განვიხილეთ ჩვენი ყველა დავალება მე-8 მოდულის ფარგლებში. კიდევ ერთხელ გადავხედეთ ჩვენს ნამუშევრებს. ყურადღება გავამახვილეთ ლუბა ბრეგვაძის პროექტზე -,, ჰელიოენერგია და მისი გამოყენების პერსპექტივები".
    გავაკეთეთ ჩვენი პროექტის მოკლე პრეზენტაცია.
  შევაფასეთ ინტელის ტრენინგი. დავრწმუნდი, რომ იგი ჩემთვის შრომატევადი, მაგრამ ნაყოფიერი აღმოჩნდა.
   ვისწავლე ტექნოლოგიების გამოყენებით პროექტზე მუშაობა.
 დავასკვენი,  რომ ჩემი გამოცდილება მოვარგო  XXI საუკუნის მოთხოვნებს და ვიქცე თანამედროვე სრულფასოვანი მოქალაქის ჩამოყალიბების თანამონაწილედ.


6.03.2016 წელი
გ.მაკარაძე 

Saturday, March 5, 2016

დღე-8

                                                                     რეფლექსია-8

დღევანდელი დღე ბევრი სიახლეებით შევავსე.
განვიხილეთ მოსწავლის ნაშრომის შეფასების რუბრიკა.მიმოვიხილეთ და გამოვხატეთ ჩვენი შეხედულებები.
შევქმენი პროექტის პორტფოლიოს დიზაინი.საქაღალდეები,რომელშიც გადავიტანთ ჩვენს შესრულებულ დავალებებს.
განვიხილეთ მე-8 მოდული.დიფერენცირებული სწავლება,რომელიც გარდნერის და ბლუმის ტაქსონომიაზე გადის.
მოლოდინი მაქვს პროექტის საბოლოო სახეს წარმატებით გავართმევ თავს.
                                                                                                     5.03.2016წელი

Sunday, February 28, 2016

დღე-7

                                                რეფლექსია-7


დღევანდელი სამუშაო დღე უფრო რთული იყო ჩემთვის.ბევრი საკითხი ისევ კითხვის ქვეშ დამრჩა.მაგალითად, რატომ არის აუცილებელი სლაიდებით შესრულების თანამიმდევრობის წარმოდგენა?გრაფიკულად კარგად ჩანს,თუ შესრულების ფორმაა ასეთი?ვიმედოვნებ, ამ კითხვის ნიშნებს შემდგომი მოდულები გამიქარწყლებს.
განვიხილეთ შეფასების რუბრიკები.თუმცა საკმაოდ რთულია,მაგრამ შესრულებადი,რადგან შეფასებების გარეშე ყოველგვარი სამუშაო არაფრის მთქმელია.
  განვიხილეთ მე-5 და მე-6 მოდული.ბლუმის ცოდნის დონეებისა და გარდნერის მრავალმხრივი ინტელექტის გამოყენება მოსწავლეთა შესაძლებლობისა და საჭიროების შესაბამისად,რაც ხელს უწყობს მოსწავლეთა დავალებების დონის დაძლევას,მოტივაციის ამაღლებას.დავალებად მოგვეცა დავწეროთ შეფასების რუბრიკები.იმედია  მოცემულ საშინაო დავალებას გავართმევ თავს.                                                                                                                                                                        28.02.2016წელი.
                                                                                                                                        გ.მაკარაძე

Saturday, February 27, 2016

დღე-6

                                                 რეფლექსია-6

დღეს გავიარეთ მოდული-3 და მოდული-4.მოვირგეთ მოსწავლის როლი პროექტის საპრეზენტაციო სლაიდების შექმნაში.ვფიქრობ საშუალოდ გავართვი თავი ამ საკითხს.უკეთესია მოსწავლეებთან განვიხილო აღნიშნული თემატიკა,რათა რეალურად შევხედო პრაქტიკულ მხარეს.
მოდული-4 საიტერესო იყო იმით,რომ კარგად დავინახე ჩემი როგორც მასწავლებლის მოთხოვნების როლი პროექტზე  მუშაობის დროს.ვფიქრობ 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებას აუცილებლად სჭირდება ბევრი ასეთი პროექტის შექმნა-განხორციელება.
                                                                                                             
                                                                                                          27.02.2016წელი
                                                                                                                 გ.მაკარაძე.

Monday, February 22, 2016

დღე-5

   დღევანდელი ტრენინგიდან გამომდინარე უფრო მეტად ვრწმუნდები,რომ ყოველგვარ სამუშაოს,თუ როგორ დავსახავ ამოცანას, როგორ მიმართულებას მივცემ,როგორ დავინახავ პრობლემას და როგორ გადავწყვეტ,დროში გაწერილი შეფასება სჭირდება.რომ   ცოდნის შემოწმებისათვის გამოყენებული  გონებრივი იერიშის მეთოდი ერთ-ერთია მოსწავლეთა მზაობის შესაფასებლად,ხოლო შესაბამისი გრაფიკი,ცხრილი,პროექტის გეგმა ინსტრუმენტია,რომლითაც ეს ცოდნა მოწმდება.
   იმ დასკვნამდე მივედი,რომ ჩემის აზრით პროექტი განხორციელებადია,თუ წინასწარ გვაქვს კარგად დაგეგმილი აქტივობები ,რომლის შესრულება მიგვიყვანს მიზნის მიღწევამდე, რასაც გავითვალისწინებ ჩემს პრაქტიკაში.
                                                                                                                  21.02.2016წელი
                                                                                                                              გ.მაკარაძე

Sunday, February 14, 2016

დღე-4


რეფლექსია-4

შევძელი ეროვნული სასწავლო გეგმის მოძებნა მარტივად, ტექსტის ასლების გაკეთება,რომლსაც შემდგომში გამოვიყენებ.გავაკეთე სტანდარტები და მიზნები ჩვენი შესაბამისი პროექტის შაბლონში XXI საუკუნის უნარ-ჩვევების გათვალისწინებით.გავაუმჯობესე ტექნიკასთან მუშაობა.დღითი-დღე ახლებურად ვხედავ პროექტის საბოლოო სახეს.
                                                                               
                                                                                                       21.02.2016წელი
                                                                                                                     გ.მაკარძე

Friday, February 12, 2016

დღე-3

                                                             რაფლექსია-3

განვიხილეთ დავალებები ბუკლეტის შედგენაზე.მივიღეთ მითითებები.გავიაზრე სწორად შედგენის ფორმა.
განვიხილეთ სასწავლო პროექტის გეგმის შაბლონი.შევავსე თემის დასახელება,თემის მოკლე  შინაარსი,დონე ,საგანი,დროის ხანგრძლივობა.მომეცა შემდგომი სამუშაო პროცესის მიმართულება.მოგვეცა დავალება პროექტის სტანდარტებსა და ინდიკატორებზე.დღევადელი დღე მნიშვლენოვანია იმით,რომ გავხსენი ბლოგი(ტექნიკური ხარვეზების გამო არ მქონდა),გადავიტანე I და II დღეების რეფლექსია,მაქვს მოლოდინები პროექტზე მუშაობას  გავაგრძელებ სწორი მიმართულებით.
                                                                                                       2016 წლის 12თებერვალი
                                                                                                                           გ.მაკარაძე