Friday, February 12, 2016

დღე-1

     რეფლექსია
 2016 წლის 15 თებერვალს 15 საათზე დავიწყე ტრენინგის გავლა ქ.ბათუმის №15 საჯარო სკოლაში - პროექტებით სწავლება. ტრენინგს გვიტარებს ქალბატონი გვანცა სალია, რომელმაც გაგვაცნო ტრენინგის შინაარსი. ტრენინგი მოიცავს 8 მოდულს. პირველი მოდულის ხანგრძლივობა იყო 4 საათი. პირველი მოდულის განხილვით გაავანალიზე  რომ, პროექტების წარმატებით განსახორციელებლად საჭიროა სწორად გაწერილი პროექტის გეგმა, დროის შუალედის დაცვა, მოსწავლეთა და მასწავლებელთა ერთობლივი მუშაობა, პრეზენტაცია და შეფასება.
     განვიხილეთ პროექტების გეგმის ნიმუშები, მაგალითად  ,,ვირტუალური ელჩი.  გვიჩვენა    პროექტების   პორტფოლიოს სტრუქტურა. ჩავიწერეთ ელექტრონული მისამართები. დამატებით რესურსებში განვიხილეთ XXI საუკუნის უნარ-ჩვევები. მოდულის ბოლოს დავწერე რეფლექსია.
    ტექნიკური ხარვეზების გამო ვერ მოვახერხე პირველი მოდულის რეფლექსიის  ატვირთვა მონაცემთა ბაზაში.


2016 წლის 5 თებერვალი.

No comments:

Post a Comment